16 ნოემბერი 2024,   07:34
ვრცლად
ალექსეი ნავალნი გარდაიცვალა - სასჯელაღსრულების სამსახური

რუსეთში, ოპოზიციის დაპატიმრებული ლიდერი, ალექსეი ნავალნი გარდაიცვალა, - ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

სამსახურის ცნობით, ნავალნი სეირნობის შემდეგ ცუდად გახდა, გონება დაკარგა და, "მედიკოსების მიერ ჩატარებული ყველა საჭირო პროცედურის" მიუხედავად, გარდაიცვალა. 

ნავალნის ადვოკატმა ლეონიდ სოლოვიოვმა რუსულ მედიას განუცხადა, რომ კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებს.

2023 წლის აგვისტოში მოსკოვის სასამართლომ ალექსეი ნავალნის 19 წლით პატიმრობა მიუსაჯა, როცა დამნაშავედ ცნო ექსტრემისტული ჯგუფის დაარსებაში, ექსტრემიზმისკენ მოწოდებასა და მის დაფინანსებაში. პოლიტიკოსი თავს დამნაშავედ არ ცნობდა.

ნავალნი 47 წლის იყო.

დღის ამბები