27 ივლისი 2024,   03:55
ვრცლად
საქართველოს ამომრჩევლის 70%-ს სურს რეჟიმის დასრულება და მათთან ვაპირებთ ალიანსის შექმნას - სალომე სამადაშვილი

არასამთავრობო ორგანიზაციების ინსტრუქცია ოპოზიციას - ასე აფასებს მმართველი გუნდი ნინო ლომჯარიასა და ბაია პატარაიას განცხადებებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ "ლელოს" გარშემო უნდა შეიქმნას ე.წ. შუაშისტური გაერთიანება, რომელიც გადაუწყვეტელი ამომრჩევლის ხმებს მიიზიდავს.

ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში, ნინო ლომჯარიამ ოთხი პოლიტიკური ცენტრის ფორმირებაზე ისაუბრა. ლომჯარია ორ ცენტრად "ნაციონალურ მოძრაობას" და "ქართულ ოცნებას" ასახელებს, მესამე ცენტრად ყოფილ "ნაციონალურ მოძრაობას" მოიაზრებს, მეოთხედ კი "ოცნების" ყოფილ წევრებს და მათგან წამოსულ პარტიებს.

ლომჯარიას თქმით, ერთ-ერთი "ლელოც" არის და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინც გადაუწყვეტელ ამომრჩეველზე ან იმ ამომრჩევლის გულზე გავა, ვინც რაღაც ახალს ეძებს.

"ლელოში" აცხადებენ, რომ ამომრჩევლის 70%-ს სურს ივანიშვილის ხელისუფლების შეცვლა და სწორედ მათ მიიჩნევენ თავიანთ მოკავშირეებად.

"საქართველოს ამომრჩევლის 70%-ს სურს რუსული რეჟიმის დასრულება, ივანიშვილის ხელისუფლებას ვგულისხმობ და ეს ამომრჩევლის 70% არის ჩვენი მოკავშირე იმ ცვლილებების განხორციელებაში, რომელიც ამ ქვეყანას სჭირდება და მათთან ვაპირებთ ალიანსის შექმნას," - აცხადებს "ლელოს" წევრი სალომე სამადაშვილი.

დღის ამბები