27 ივლისი 2024,   11:38
ვრცლად
ევროპარლამენტმა დაამტკიცა ორი რეზოლუცია, რომელშიც საქართველოს მხარდამჭერი განცხადებებია

ორი რეზოლუცია, რომლებშიც საქართველოს მხარდამჭერი განცხადებებიც არის, ევროპარლამენტმა დაამტკიცა. დევიდ მაკალისტერისა და სვენ მიქსერის მიერ მომზადებულ დოკუმენტებში გამოხატულია დადებითი დამოკიდებულება საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართ და მკაცრად არის დაგმობილი რუსეთის მიმდინარე ოკუპაცია საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში.

რეზოლუცია მოუწოდებს ევროკავშირსა და წევრ ქვეყნებს, გააძლიერონ უსაფრთხოების თანამშრომლობა უკრაინასთან, საქართველოსა და მოლდოვის რესპუბლიკასთან, განსაკუთრებით ჰიბრიდული საფრთხეების, დეზინფორმაციისა და კიბერუსაფრთხოების წინააღმდეგ საბრძოლველად. აქვე, პოზიტიურად არის შეფასებული ევროპული საბჭოს მიმართ ევროკომისიის მიერ გაცემული რეკომენდაცია, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე.

დღის ამბები