27 ივლისი 2024,   03:28
ვრცლად
"არაფერი არ გაყალბდა... მე არ განვსაზღვრავ ევროპული სტრუქტურების საკადრო პოლიტიკას" - თინა ბუკუჩავა 2020 წლის არჩევნებზე "ისფედის" პარალელურ დათვლასა და ნიჟარაძის ევროპის საარჩევნო სადამკვირვებლო ორგანიზაციაში დასაქმებაზე

პოლიტიკური დისკუსიის თემაა "სამართლიანი არჩევნების" ყოფილი ხელმძღვანელის ახალი თანამდებობა. ელენე ნიჟარაძე, რომელმაც 2020 წლის არჩევნების ხმის პარალელური დათვლის შედეგებზე შეცდომა აღიარა და თანამდებობიდან გადადგა, ევროპის საარჩევნო სადამკვირვებლო ორგანიზაციაში დასაქმდა.

მმართველი გუნდის შეფასებით, "ისფედი", დონორებთან და ოპოზიციასთან ერთად, რადიკალური გეგმების განხორციელებაში იყო ჩართული და საზოგადოებას არჩევნების შესახებ ცრუ ინფორმაციას აწვდიდა, სიყალბე კი მხოლოდ მას შემდეგ აღიარა, რაც პარალელური დათვლის შედეგების ცდომილებაში "ქართულმა ოცნებამ" ამხილა. ელენე ნიჟარაძის ახალი თანამდებობა კი ცალკე მოკვლევის თემაა. შეფასებები კეთდება ოპოზიციაშიც.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ "ისფედს" დათვლის შედეგები არ გაუყალბებია.

"არაფერი არ გაყალბდა... მე არ განვსაზღვრავ ევროპული სტრუქტურების საკადრო პოლიტიკას. პაპუაშვილმა და ივანიშვილის პარტიამ თავიანთ საკადრო პოლიტიკას მიხედონ," - აცხადებს თინა ბოკუჩავა.

 

დღის ამბები