27 ივლისი 2024,   04:00
ვრცლად
მას პერსონალური მეგობრობა აკავშირებს სააკაშვილთან და გასაგებია, რომ, ჰუმანიტარული თვალსაზრისით, დახმარებას ცდილობს - ანა ბუჩუკური ანა ფოტიგას ინიციატივით რეზოლუციაში შეტანილ ცვლილებაზე

პარტია "საქართველოსთვის" წევრი, ანა ბუჩუკური  ევროპარლამენტის მიერ საქართველოსთან მიმართებაში ორი ახალი რეზოლუციის მიღებასა და მასში ანა ფოტიგას ინიციატივით შეტანილ ცვლილებებს გამოეხმაურა. 

მისი განცხადებით, ფოტიგა მიხეილ სააკაშვილის მეგობარია და არ არის გასაკვირი, რომ, ჰუმანიტარული თვალსაზრისით, მის დახმარებას ცდილობს.

"გუშინ დავბრუნდი ბრიუსელიდან და ბერლინიდან. შეხვედრა მქონდა საკმაოდ მაღალ პოლიტიკური თანამდებობის პირებთან. არცერთ ასეთ შეხვედრაზე სააკაშვილის საკითხი არ წამოჭრილა იმიტომ, რომ მათთვის, პოლიტიკური თვალსაზრისით, სააკაშვილი საინტერესო არ არის. რაც შეეხება ქალბატონ ფოტიგას ინიციატივას, არც არის დამალული, რომ მას პერსონალური მეგობრობა აკავშირებს სააკაშვილთან და გასაგებია, რომ, ჰუმანიტარული თვალსაზრისით, დახმარებას ცდილობს", - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

დღის ამბები