27 ივლისი 2024,   04:08
ვრცლად
ქალბატონმა საზოგადოებას თავი არჩევნებთან დაკავშირებული უზარმაზარი, მსხვილი სკანდალით დაამახსოვრა - მიხეილ სარჯველაძე ელენე ნიჟარაძის ევროპის საარჩევნო სადამკვირვებლო ორგანიზაციაში დასაქმებაზე

პოლიტიკური დისკუსიის თემაა "სამართლიანი არჩევნების" ყოფილი ხელმძღვანელის ახალი თანამდებობა. ელენე ნიჟარაძე, რომელმაც 2020 წლის არჩევნების ხმის პარალელური დათვლის შედეგებზე შეცდომა აღიარა და თანამდებობიდან გადადგა, ევროპის საარჩევნო სადამკვირვებლო ორგანიზაციაში დასაქმდა.

მმართველი გუნდის შეფასებით, "ისფედი", დონორებთან და ოპოზიციასთან ერთად, რადიკალური გეგმების განხორციელებაში იყო ჩართული და საზოგადოებას არჩევნების შესახებ ცრუ ინფორმაციას აწვდიდა, სიყალბე კი მხოლოდ მას შემდეგ აღიარა, რაც პარალელური დათვლის შედეგების ცდომილებაში "ქართულმა ოცნებამ" ამხილა. ელენე ნიჟარაძის ახალი თანამდებობა კი ცალკე მოკვლევის თემაა. შეფასებები კეთდება ოპოზიციაშიც.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ ნიჟარაძემ საზოგადოებას თავი დიდი შეცდომით დაამახსოვრა.

"ქალბატონმა საზოგადოებას თავი არჩევნებთან დაკავშირებული უზარმაზარი, მსხვილი სკანდალით დაამახსოვრა. [მისი ხელმძღვანელობის პირობებში] არჩევნების სადამკვირვებლოდ არსებული ინსტრუმენტი - ე.წ. პივიტი გაყალბდა. ვიდრე არ დასრულდა და არ ჩაფლავდა რევოლუციური სცენარების განვითარების გეგმა, მიუხედავად იმისა, "პივიტის" გაყალბების შესახებ ინფორმაცია ცნობილი იყო და ეს გამოიყენებოდა რევოლუციური სცენარის "დასაქოქ" არგუმენტად, დუმდნენ, და ასეთი ადამიანი დღეს გვევლინება არჩევნებზე მიუკერძოებელ, ობიექტურ დამკვირვებლად,"- აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.

დღის ამბები