27 ივლისი 2024,   03:42
ვრცლად
ყველას გვახსოვს "ისფედის" ძალიან მძიმე სკანდალი, ძალიან მძიმე შეცდომა, ხელმძღვანელის გადადგომა სწორი გადაწყვეტილება იყო - თუ კითხვა ისაა, თუ რა ეშველება დაზიანებულ რეპუტაციას, არჩევნებს მხოლოდ "ისფედი" არ დააკვირდება - ანა ბუჩუკური

პოლიტიკური დისკუსიის თემაა სამართლიანი არჩევნების ყოფილი ხელმძღვანელის ახალი თანამდებობა. ელენე ნიჟარაძე, რომელმაც 2020 წლის არჩევნების ხმის პარალელური დათვლის შედეგებზე შეცდომა აღიარა და თანამდებობიდან გადადგა, ევროპის საარჩევნო სადამკვირვებლო ორგანიზაციაში დასაქმდა.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”საქართველოსთვის” წევრი, ანა ბუჩუკური აცხადებს, რომ 2020 წელს ნიჟარაძის გადადგომა სწორი გადაწყვეტილება იყო, თუმცა მის ამჟამინდელ პოზიციაზე ინფორმაციას არ ფლობს. 

"წარმოდგენა არ მაქვს ნიჟარაძე, სად დასაქმდა, ვისთან დასაქმდა, რა პოზიციაზეა და ა.შ. ამას არსებითი მნიშვნელობა ჩემთვის არ აქვს. კი, ყველას გვახსოვს ძალიან მძიმე სკანდალი, ძალიან მძიმე შეცდომა. რა თქმა უნდა, ეს შეცდომა "ოცნებამ" გამოიყენა. ორგანიზაციამ შეცდომა რომ დაუშვა, ხელმძღვანელი ხომ გადადგა? ეს სწორი იყო, უნდა გადამდგარიყო. თუ კითხვა ისაა, თუ რა ეშველება დაზიანებულ რეპუტაციას, მხოლოდ "ისფედი" არ იქნება ის ორგანიზაცია, რომელიც არჩევნებზე დაკვირვებას განახორციელებს," - ანა ბუჩუკური.

დღის ამბები