27 ივლისი 2024,   04:30
ვრცლად
მოთხილამურე ინფლუენსერები საქართველოს ზამთრის კურორტების შესახებ ფილმს ამზადებენ

მოთხილამურე ინფლუენსერები საქართველოს ზამთრის კურორტების შესახებ ფილმს ამზადებენ. ტურიზმის ადმინისტრაციამ, კანადიდან, საფრანგეთიდან, შვედეთიდან და ავსტრიიდან, 5 მოთხილამურე ინფლუენსერს უმასპინძლა.

მათ გუდაურში, ბახმაროსა და სვანეთში იმოგზაურეს, გაეცნენ ზამთრის კურორტებს, ისრიალეს სამთო ტრასებზე და მიღებული შთაბეჭდილებების შესახებ სოციალურ ქსელებში პოსტები, "რილსები" და "სთორები" მოამზადეს.

ინფლუენსერები საქართველოს შესახებ ფილმს იღებენ, რომლის ჩვენებაც საფრანგეთის ყოველწლიურ ფესტივალზე გაიმართება.

დღის ამბები