29 სექტემბერი 2024,   03:37
ვრცლად
საპატრულო პოლიციის ავტოპარკი 20 ახალი, მაღალი გამავლობის ავტომობილით განახლდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ავტოპარკი "რენოს" მარკის 20 ახალი, მაღალი გამავლობის ავტომობილით განახლდა.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვაჟა სირაძემ, მცხეთა-მთიანეთისა და იმერეთის მთავარი სამმართველოების ხელმძღვანელებთან ერთად, ახალი სატრანსპორტო საშუალებები დაათვალიერა.

ავტომობილები, ამ ეტაპზე, მცხეთა-მთიანეთსა და იმერეთში გადანაწილდება.

უწყებაში აცხადებენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო სხვადასხვა დანაყოფის ავტოპარკს რეგულარულად აახლებს და პროცესი სამომავლოდაც გაგრძელდება.

დღის ამბები