08 სექტემბერი 2024,   03:46
ვრცლად
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც მთავრობის დაფინანსებას გაახანგრძლივებს

ამერიკის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც მთავრობის დაფინანსებას გაახანგრძლივებს და თავიდან აიცილებს ე.წ. შათდაუნს.

კანონპროექტს მხარი 320-მა კონგრესმენმა დაუჭირა, ხოლო 99 წინააღმდეგი იყო.

ცვლილებების მიხედვით, მთავრობის დაფინანსება 22 მარტამდე გაგრძელდება. ბაიდენი კანონპროექტს მიესალმება, თუმცა აღნიშნავს, რომ ეს გრძელვადიანი გამოსავალი არ არის.

დღის ამბები