რუსთავის მერიისა და ახალგაზრდების ერთობლივი პროექტის - "თაობა რუსთაველის" ფარგლებში, რუსთავის მედიათეკაში ახალგაზრდებთან მორიგი შეხვედრა გაიმართა.
პროექტის სტუმარი, ამჯერად რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი იყო. ირაკლი შატაკიშვილმა ახალგაზრდებთან საკანონმდებლო საქმიანობის შესახებ ისაუბრა.
პროექტი რუსთავის მერიამ, ქალაქის განვითარებაში ახალგაზრდების აქტიური ჩართვის მიზნით დაიწყო.