16 ნოემბერი 2024,   06:16
ვრცლად
აუცილებელია ჩვენი შვილების, შვილიშვილების, ახალგაზრდა თაობის დაცვა მავნებლური, ანტიეროვნული, ანტიადამიანური პროპაგანდისგან - ჩვენი ხალხის 90%-ზე მეტი ასეა განწყობილი - ირაკლი ღარიბაშვილი

"ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. მესმის, რომ, ერთი მხრივ, ეს არის მგრძნობიარე საკითხი მთელი საზოგადოებისთვის. ჩვენი ხალხის 90%-ზე მეტი ასე არის განწყობილი, რომ აუცილებელია ჩვენი შვილების, შვილიშვილების, ახალგაზრდა თაობის დაცვა, ამ მავნებლური, ანტიეროვნული, ანტიადამიანური პროპაგანდისგან," - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მმართველ;ი გუნდი აღნიშნულ საკითხებს "სერიოზულად მიუდგება".

"გადახედეთ, რა ხდება მთელ მსოფლიოში, როგორი ტენდენციაა. მთელ მსოფლიოში მიმდინარეობს აღვირახსნილი კამპანია, აღვირახსნილი პროპაგანდა. ბაღებსა და სკოლებში მიჰყავთ ტრანსგენდერები და ბავშვებს ეუბნებიან, რომ, თუ არ მოგწონთ, თქვენი სქესი შეგიძლიათ შეიცვალოთ. დღეს არის საგანგაშო ვითარება. ჩვენ გუნდში გვქონდა ამის თაობაზე მსჯელობა და საპარლამენტო უმრავლესობა გამოვიდა ამ ინიციატივით. მე ვფიქრობ, რომ საზოგადოება ამას სწორად გაიგებს. ისევე, როგორც თავის დროზე მივიღეთ ანტიდისკრიმინაციული კანონი, მაშინ მე გავახმოვანე ინიციატივა, რომელიც უკავშირდებოდა ქორწინების დეფინიციის განსაზღვრას კონსტიტუციაში და შემდეგ კონსტიტუციაში ჩაიწერა ქორწინების დეფინიცია, როგორც ქალსა და მამაკაცს შორის ურთიერთობა. ეს არის საკითხები, რომელთაც სჭირდება ძალიან სერიოზული მიდგომა,"- აღნიშნა ღარიბაშვილმა.

დღის ამბები