27 ივლისი 2024,   04:17
ვრცლად
ხობის მუნიციპალიტეტის შუა ქვალონის და ნოჯიხევის N2 საჯარო სკოლების სრული რეაბილიტაცია, მიმდინარე წელს დასრულდება

ხობის მუნიციპალიტეტის შუა ქვალონის და ნოჯიხევის N2 საჯარო სკოლების სრული რეაბილიტაცია მიმდინარე წელს დასრულდება. პროექტს განათლების სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ახორციელებს. შუა ქვალონის სკოლა 170, ნოჯიხევის სკოლა კი 250 მოსწავლეზეა გათვლილი.

სამუშაოების დასრულების შემდეგ მოსწავლეები, ადაპტირებული, უსაფრთხო, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი, საგანმანათლებლო და სპორტული ინფრასტრუქტურით იქნებიან უზრუნველყოფილნი. 

დღის ამბები