14 აგვისტო 2026,   19:35
ვრცლად
აფხაზეთის ომის დაწყებიდან 34 წლისთავთან დაკავშირებით, გმირთა მემორიალთან მოტო გაერთიანება "Black Bells"-მა მსვლელობა გამართა

14 აგვისტოს, აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებიდან 34 წელი შესრულდა.

თარიღთან დაკავშირებით, აფხაზეთის მეომართა კავშირმა და მოტო გაერთიანებამ „Black Bells“ გმირთა მემორიალთან მსვლელობა გამართეს.

მსვლელობის მონაწილეებმა პატივი მიაგეს აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას და კიდევ ერთხელ გაიხსენეს ის მძიმე დღეები, რომლებმაც საქართველოს უახლეს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი კვალი დატოვა.

დღის ამბები