27 ივლისი 2024,   04:15
ვრცლად
ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა, არიან დაშავებულებიც

ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. ერთმანეთს საქორწილო კოლონის ავტომობილები შეეჯახა. დაშავდა სამი ადამიანი, ისინი კლინიკაში გადაიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, ავტომობილები გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდნენ.

ადგილზე საპატრულო ეკიპაჟი და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებია მობილიზებული. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.

დღის ამბები