თოვლის ფრენბურთის პირველი ევროპის ჩემპიონატი 20 წლამდე გოგონებსა და ვაჟებში დასრულდა. შეჯიბრი ბაკურიანში ჩატარდა. მასში მონაწილეობას 9 ქვეყნის წარმომადგენლები იღებდნენ.
ევროპის ჩემპიონატს საერთაშორისო წარმომადგენლებიც დაესწრნენ, რომლებმაც ტურნირი დადებითად შეაფასეს.
რამდენიმე დღეში ბაკურიანი თოვლის ფრენბურთის ევროპის ტურს უმასპინძლებს.