27 ივლისი 2024,   05:06
ვრცლად
აშშ-მა და სამხრეთ კორეამ ყოველწლიური ერთობლივი სამხედრო სწავლება დაიწყეს

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და სამხრეთ კორეამ ყოველწლიური ერთობლივი სამხედრო სწავლება დაიწყეს.

გავრცელებული ინფორმაციით, წვრთნის მიზანი ჩრდილოეთ კორეიდან მომდინარე საფრთხეების წინააღმდეგ მზადყოფნაა.

სამხრეთ კორეის თავდაცვის უწყების ცნობით, ფართომასშტაბიან წვრთნაში, წელს, გასულ წელთან შედარებით, ორჯერ მეტი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს.

ვაშინგტონ-სეულის ერთობლივი სამხედრო სწავლება 10 დღე გაგრძელდება.

დღის ამბები