ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღარში, 50 აღსაზრდელზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს.
სამშენებლო სამუშაოები 2023 წლის ივლისის თვეში დაიწყო და მისი დასრულება, მიმდინარე წლის აგვისტოს თვეშია დაგეგმილი.
პროექტის ფარგლებში, საბავშვო ბაღი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად შენდება, ეწყობა შიდა და გარე სივრცეები, რეკრეაციული ზონები, კომუნიკაციები და სველი წერტილები. ბაღი სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთათვის.