რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში ბორჯღალოსნები პორტუგალიას დაუპირისპირდებიან.
მატჩი 17 მარტს პარიზში, "სტად ჟან ბუინზე" გაიმართება. საქართველოს ნაკრებმა ნახევარფინალში რუმინეთი "მიხეილ მესხზე" უშანსოდ, 43:5 დაამარცხა და გადამწყვეტ შეხვედრაში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.
საქართველო პორტუგალიას ისტორიაში მეათედ უპირისპირდება, სადაც 8 მოგება და 2 ფრე აქვს. ბოლო მატჩი მსოფლიოს თასზე ურთულესი გამოდგა და ფრედ 18-18 დასრულდა.