25 ნოემბერი 2024,   16:27
ვრცლად
უნდა შევიმუშავოთ სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები, რომელთა საფუძველზეც გამკაცრდება სასჯელები დიდი ოდენობით ხე-ტყის უკანონო ჭრასთან დაკავშირებით - ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძემ დღეს მთვარობის სხდომაზე ხე-ტყის უკანონო ჭრაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ საჭიროა ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში, რომლის საფუძველზეც, სასჯელი გამკაცრდება.

"რაღაც კონკრეტული საუბრები იმასთან დაკავშირებით, რომ კონკრეტულ რეგიონებში, ხეობებში იჭრებოდა ტყეები. მე არ მაქვს ფაქტები და მტკიცებულებები, ვერ ვიტყვი ვერაფერს ამაზე თუ რამდენად არის ეს ფაქტები ნამდვილი, თუმცა ყველა შემთხვევაში ჩვენ გვჭირდება მაქსიმალური ყურადღება იმისათვის, რომ მოხდეს ასეთი შესაძლო დანაშაულის პრევენცია.

მე მინდა, სამინისტრომ მაქსიმალური ყურადღება დაუთმოს ამ საკითხს. ასევე, ძალოვანმა უწყებებმა, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტრომ. ძალიან მძიმე დანაშაულია ზოგადად ხე-ტყის უკანონო ჭრა, განსაკუთრებით როცა საქმე ეხება დიდი ოდენობის ხე-ტყის უკანონო ჭრას. არანაკლებ მძიმე დანაშაულია სხვა მძიმე დანაშაულებს რომ შევადაროთ გამომდინარე იქიდან, რომ ნადგურდება სტრატეგიული რესურსი ჩვენი მომავალი თაობებისთვის და ჩვენი მოსახლეობისთვის.

აქედან გამომდიანრე, გვჭირდება აქაც მაქსიმალური ყურადღება და სიმკაცრე. მათ შორის, მე ვფიქრობ, რომ უნდა შევიმუშავოთ სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები, რომელთა საფუძველზეც გამკაცრდება სასჯელები დიდი ოდენობით ხე-ტყის უკანონო ჭრასთან დაკავშირებით,“ - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

დღის ამბები