16 ნოემბერი 2024,   12:53
ვრცლად
ზურაბ ადეიშვილის დაკავებისა და საქართველოში ექსტრადირების მოთხოვნა გერმანიისა და ბელგიის შესაბამის უწყებებში ოფიციალურად გადაცემულია

ზურაბ ადეიშვილის დაკავებისა და საქართველოში ექსტრადირების მოთხოვნა გერმანიისა და ბელგიის შესაბამის უწყებებში ოფიციალურად გადაცემულია. საქართველოს გენერალური პროკურატურა კოლეგებისგან რეაგირების მოლოდინშია. გარდა ამისა ევროკავშირისა და გერმანიის ელჩებს ინდივიდუალურ რეჟიმში შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრი.

ქართული მართლმსაჯულების მიერ მსჯავრდებული და ძებნილი პირის - უკრაინის ოფიციალური დელეგაციის წევრის, ზურაბ ადეიშვილის ევროპაში გამართული შეხვედრებისა და მასპინძლობის გამო, ილია დარჩიაშვილმა დიპლომატებს ქართული მხარის შეშფოთება გადასცა.

ამ ქმედებებს წინ უძღოდა ამავე თემაზე მთავრობის ადმინისტრაციის ორი ვრცელი წერილი.

უმრავლესობაში იმედოვნებენ, რომ ევროპელი კოლეგები საქართველოს პროკურატურის პოზიციას სრულად გაიზიარებენ.

დღის ამბები