16 ივნისი 2024,   03:55
ვრცლად
"აწარმოე საქართველოში" ექსპორტის მხარდაჭერის ახალ პროგრამას იწყებს - სააგენტომ პრეზენტაცია გამართა

"აწარმოე საქართველოში" ექსპორტის მხარდაჭერის ახალ პროგრამას იწყებს - სააგენტომ პრეზენტაცია გამართა.

ახალი პროგრამის ფარგლებში, კომპანიებს მიეცემათ შესაძლებლობა ინდივიდუალურად მიიღონ მონაწილეობა საერთაშორისო გამოფენაში ნებისმიერ ქვეყანაში სააგენტოს მიერ მიღებული დაფინანსებით.

საკვების, სასმლის, საბავშვო სათამაშოებისა თუ სამშენებლო პროდუქტის მწარმოებელი კომპანიები - "აწარმოე საქართველოში" დაეხმარება არა ერთი მიმართულების მქონე კომპანიას.

აქამდე ექსპორტიორი კომპანიები მხოლოდ სააგენტოს მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობდნენ. სააგენტო კომპანიებს სრულად აუნაზღაურებს ქირავნობის, სტენდისა თუ რეგისტრაციის ხარჯებს საზღვარგარეთ. ახალი პროგრამის მიზანია საერთაშორისო ბაზრებზე ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას შეუწყოს ხელი.

დღის ამბები