მოსამართლეთა რიგით 32-ე კონფერენცია - აირჩიეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი მოსამართლე წევრი - ვასილ მშვენიერაძე და ლევან თევზაძე, საბჭოს მდივნის პოზიციაზე კი კონფერენციის მონაწილეებმა ნიკოლოზ მარსაგიშვილის კანდიდატურას დაუჭირეს მხარი. დასახელებული კანდიდატების არჩევა მოსამართლეთა სრული უმრავლესობით მოხდა.
როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთ-ერთმა მოსამართლე წევრმა, ლევან თევზაძემ განაცხადა, აღნიშნულ პოზიციაზე ყოფნა ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა.