რესპუბლიკის მოედანზე საქართველოს ნაკრების საგულშემატკივროდ, უამრავი ადამიანია შეკრებილი. ისინი სპეციალურად დამონტაჟებულ დიდ ეკრანზე თამაშის მიმდინარეობას ადევნებდნენ თვალს.
რესპუბლიკის მოედანზე, საქართველოს ეროვნულ ნაკრების საგულშემატკივროდ იმყოფებოდნენ უმრავლესობის წევრები.
საქართველოს გამარჯვება მიულოცა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ.
"ყველას მოგმართავთ - ფეხბურთელებს, ვინც ეს სასწაული ქენით, თქვენ არანორმალურად მაგარი ბიჭები ხართ, გმირები ხართ. მსგავსი ვერ წარმოგვედგინა, დაიწერა ისტორია, "კარლ ცაისის" დამარცხების შემდეგ, ასეთი საქართველოს არაფერი არ ღირსებია. დღეს გვეღირსა, როგორც იქნა, რომ ჩვენმა გმირებმა, ჩვენი ქვეყანა, სპორტით, უკვე ევროპაში შეიყვანეს," - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
საქართველოს ნაკრები, პირველად ისტორიაში, ევროპის ჩემპიონატზე გავიდა.