საქართველო მილოცვებს იღებს - ევროპის ჩემპიონატზე გასვლას საქართველოს უცხოელი დიპლომატები ულოცავენ. მისალოცი პოსტები სოციალურ ქსელ X-ზე გაავრცელეს გერმანიის, ესტონეთის, რუმინეთისა და ჩეხეთის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელებმა.
"გიხილავთ ევრო 2024-ზე. გილოცავთ საქართველო!" - წერს გერმანიის ელჩი საქართველოში, პიტერ ფიშერი.
"შემდეგი გაჩერება გერმანია! გილოცავთ საქართველო! რა თამაში იყო!" - წერს ესტონეთის ელჩი საქართველოში, რიინა კალიურანდი.
"გილოცავთ საქართველო და წარმატებებს გისურვებთ "ევრო 2024-ზე!" მართლაც დიდი მომენტია ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისთვის," - ამ სიტყვებით ეხმაურება საქართველოს გამარჯვებას რუმინეთის ელჩი საქართველოში, რაზვან როტუნდუ.
"ჩემო ძვირფასო ქართველო მეგობრებო, გილოცავთ! შესანიშნავი შედეგი 4:2; მოგესალმებით F ჯგუფში: ჩეხეთი, პორტუგალია, თურქეთი საქართველო! 2024 წლის 22 ივნისს შევხვდებით!" - წერს ჩეხეთის ელჩი საქართველოში, პეტრ კუბერნატი.