171 ხმით 25-ის წინააღმდეგ - საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატის - ეროვნული ასამბლეის კანონმდებლებმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ საბრძოლველად შემუშავებულ კანონპროექტს მხარი დაუჭირეს, - ინფორმაციას Euractiv ავრცელებს.
"სასწორზე დევს ჩვენი სუვერენიტეტის, ჩვენი დემოკრატიული და ლიბერალური ღირებულებებისა და ერის ინტერესების დაცვა”, - განაცხადა კანონპროექტის მომხსენებელმა დებატების გახსნისას.
დოკუმენტი უფლებას ანიჭებს სადაზვერვო სააგენტოებს, გამოიყენონ თვალთვალის ისეთი ტექნიკები, რომლებიც აქამდე მხოლოდ კონტრტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლისთვის გამოიყენებოდა. დოკუმენტი ასევე ეხება იმ ლობისტების, კომუნიკატორებისა და ფონდების საქმიანობას, რომლებიც მოქმედებენ მთავრობების, სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი კომპანიებისა და უცხოური პოლიტიკური პარტიების სახელით.
ცვლილებებს მწვავედ აკრიტიკებენ მემარცხენე პარტიები.
დოკუმენტი განსახილველად საფრანგეთის პარლამენტის ზედა პალატაში - სენატში მაისში გადაინაცვლებს.