27 აპრილი 2024,   11:10
ვრცლად
ახლო აღმოსავლეთში ომი გრძელდება - აქტიურად მიმდინარეობს ისრაელის სამხედრო ოპერაციები ღაზის სექტორში

ახლო აღმოსავლეთში ომი გრძელდება - აქტიურად მიმდინარეობს ისრაელის სამხედრო ოპერაციები ღაზის სექტორში. მათ შორის ალ-შიფაში, ასევე ალ-ამალისა და ნასერის სამედიცინო დაწესებულებებსა თუ მათ შემოგარენში.

ჰამასის მიერ მართული ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში, ღაზის სექტორში 76 პალესტინელი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა.

მედიასაშუალებები იტყობინებიან, რომ მოლაპარაკებები მძევლების თუ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ჩიხშია შესული. უთანხმოება ისეთ საკითხებზეა, როგორებიცაა ცეცხლის შეწყვეტის ვადა და გასათავისუფლებელ დაკავებულთა რაოდენობა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებები დასრულებული არაა და აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ არსებობს მძევლების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებების გაგრძელების შესაძლებლობა.

დღის ამბები