19 აპრილი 2024,   18:52
ვრცლად
ფოთში, სამეგრელოს ქუჩის მოსახლეობა, მულტიმოდალური ტერმინალის მშენებლობას და ტრაილერების ინტენსიურ მოძრაობას აპროტესტებს

პროტესტი არ წყდება ფოთში - სამეგრელოს ქუჩის მცხოვრებლები მულტიმოდალური ტერმინალის მშენებლობას და ტრაილერების მოძრაობას აპროტესტებენ. შეკრებილებმა გზის გადაკეტვაც სცადეს, თუმცა პოლიციამ ამის უფლება არ მისცა.

მოსახლეობის მტკიცებით, მიმდინარე სამუშაოების გამო მათ ცხოვრება გაუსაძლის პირობებში უწევთ. სამშენებლო კომპანიაში კი აცხადებენ, რომ უკმაყოფილების გაჩენისთანავე მათ მოსახლეობას შეხვედრა არაერთხელ შესთავაზეს, თუმცა ადგილობრივების მიზეზით, ეს ამ დრომდე ვერ მოხერხდა.

უშედეგო აღმოჩნდა ფოთელებთან მანამდე ქალაქის მერიის წარმომადგენლების მოლაპარაკებებიც.

დღის ამბები