22 აპრილი 2024,   10:18
ვრცლად
უკრაინაზე ძლიერი შეტევა გრძელდება - რუსულმა ძალებმა ხარკოვის ოლქი დაბომბეს

უკრაინაზე ძლიერი შეტევა გრძელდება - რუსულმა ძალებმა ხარკოვის ოლქი დაბომბეს. დაიღუპა 1 მამაკაცი და დაშავდა მოზარდი. ბავშვები დაზარალდნენ ოკუპანტების მიერ ქალაქ დნეპრზე იერიშის შედეგად. ოლქის გუბერნატორის ინფორმაციით, საერთო ჯამში, 18 ადამიანი დაშავდა - ისინი თავდასხმის დროს თავშესაფარში იმყოფებოდნენ. დაზიანდა ინფრასტრუქტურა. ამჯერადაც დაიბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებები.

პარალელურად, უკრაინის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა რამდენიმე კანონს მობილიზაციის შესახებ. ერთ-ერთ მათგანი, გაწვევის მინიმალური ასაკის შემცირებას გულისხმობს და ის, 27-ის ნაცვლად, 25 გახდა.

აშშ-ის თავდაცვის მდივნის თქმით, ვაშინგტონი არ ემხრობა უკრაინის თავდასხმებს ქვეყნის ფარგლებს გარეთ, რუსეთის ნავთობ-გადამამუშავებელ ქარხნებზე. ამის შესახებ ენტონი ბლინკენმა პრესკონფერენციაზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ბლუმბერგის ინფორმაციით, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, უკრაინის დასახმარებლად, 5 წლის განმავლობაში 100 მილიარდი დოლარის ფონდის შექმნის ინიციატივა წამოაყენა.

დღის ამბები