22 აპრილი 2024,   11:18
ვრცლად
ღაზის სექტორში მომხდარ საჰაერო თავდასხმაზე, რომლის დროსაც საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციის 5 წარმომადგენელი დაიღუპა, პასუხისმგებლობა ისრაელმა აიღო

ღაზის სექტორში მომხდარ საჰაერო თავდასხმაზე, რომლის დროსაც საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციის 5 წარმომადგენელი დაიღუპა, ისრაელმა აიღო პასუხისმგებლობა - დაღუპულთა შორის არიან პოლონეთის, გაერთიანებული სამეფოსა და ავსტრალიის მოქალაქეები.

მომხდარი დაგმეს ავსტრალიის, პოლონეთის, კანადისა და შეერთებული შტატების პირველმა პირებმა და ისრაელისგან ახსნა-განმარტება და ობიექტური გამოძიების ჩატარება მოითხოვეს.

სირიაში, ირანის საკონსულოზე თავდასხმის შედეგად, 13 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ირანის 2 უმაღლესი მეთაური. არიან დაშავებულებიც.

ირანის პრეზიდენტმა, ებრაჰიმ რაისიმ ისრაელი სირიაში თეირანის საკონსულოზე თავდასხმაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ეს "უპასუხოდ არ დარჩება". პენტაგონმა განცხადებით, შეფასდა, რომ ისრაელი იყო პასუხისმგებელი, მაგრამ აშშ-მა გაიმეორა, რომ არ იყო ჩართული და არ ჰქონდა წინასწარ ინფორმაცია თავდასხმაზე.

 

დღის ამბები