ახლო აღმოსავლეთში ომი 181 დღეა მიმდინარეობს. "ჰამასის" მიერ მართული ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში, ისრაელის არმიამ 59 პალესტინელი მოკლა. შედეგად, ანკლავში ომის დაწყებიდან დაღუპულთა რაოდენობა 33 ათასამდე გაიზარდა.
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ისინი განაგრძობენ ოპერაციებს ღაზის სამხრეთით ხან იუნისში. ალ-ამალის საავადმყოფოში სამხედროებმა ამოიღეს დიდი რაოდენობით იარაღი, მათ შორის, ასაფეთქებლები და ყუმბარები.
ისრაელის სახმელეთო და საჰაერო ძალებმა ასევე გაანადგურეს პალესტინის სამხედრო ობიექტები და იარაღის საწყობები.
"ჰამასის" შეიარაღებულმა ფრთამ ალ-კასამის მებრძოლებმა ასევე განაცხადეს, რომ ისრაელის სამხედრო ობიექტებს ქალაქ ღაზის სამხრეთით ნაღმმტყორცნებით თავს დაესხნენ.
ირანის უზენაესი ლიდერმა თქმით, ისრაელი დამასკოში საელჩოზე ავიაიერიშში ისრაელი დაადანაშაულა. მისი თქმით, თეირანის საკონსულოზე თავდასხმა უპასუხოდ არ დარჩება. აიათოლა ალი ხამენეიმ აღნიშნა, რომ ისრაელი ამის გამო "სილას მიიღებს".
შეგახსენებთ, რომ ირანი ისრაელს ადანაშაულებს თავდასხმაში, რომლის დროსაც მათი 2 გენერალი და 5 სამხედრო მრჩეველი დამასკოს საელჩოს შენობაში დაიღუპა. ისრაელს ამ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არ აუღია.
გრძელდება პროტესტები ისრაელში, სადაც მძევლების ოჯახის წევრები პარლამენტში შეიჭრნენ და მთავრობას მოუწოდებდნენ,მ მეტი გაეკეთებინათ "ჰამასის" მიერ დაკავებული მძევლების გასათავისუფლებლად.
შეგახსენებთ, რომ ანკლავში 130 მძევალი რჩება, რომელთაგან 35 ისრაელის ოფიციალურმა პირებმა დაღუპულად გამოაცხადეს.