08 სექტემბერი 2024,   03:38
ვრცლად
ბრალდებულებმა მილიონ 789 440 ლარის მიზნობრივი აგროკრედიტი აიღეს, თანხა პირადი ინტერესებისთვის გამოიყენეს - 26 პირის მიმართ დევნა დაიწყო

26 პირის მიმართ დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა - ყველა მათგანს სახელმწიფო მიზნობრივი კრედიტის არადანიშნულებისამებრ გამოყენებასა და ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენებაში ადანაშაულებენ.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საუბარია “სახელმწიფო შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ფარგლებში უკანონოდ ათვისებულ თითქმის ორ მილიონ ლარზე.

თანხა რომელიც სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას უნდა მოხმარებოდა, გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა პირადი ინტერესებისთვის გამოიყენეს.

დღის ამბები