20 აგვისტო 2026,   09:58
ვრცლად
UEFA-ს ჩემპიონთა ლიგაზე მეოთხედფინალური მატჩები გაიმართა

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგაზე მეოთხედფინალური მატჩები გაიმართა. ბოლო დღის ცენტრალური მატჩი პარიზში გაიმართა, სადაც "სენ ჟერმენი" "ბარსელონას" დაუპირისპირდა. მატჩი ძალიან დაძაბული გამოვიდა და საბოლოოდ კატალონიელების გამარჯვებით 2-3 დასრულდა. მატჩში საუკეთესო რაფინია იყო, ვინც ორი გოლის გატანა შეძლო. გამარჯვების გოლის ავტორი ანდრეას კრისტენსენი გახდა. დანიელმა ფეხბურთელმა თავის გამოჩენა მატჩის მიწურულს შეძლო.

დღის მეორე მატჩი მადრიდში გაიმართა. "ატლეტიკო" "დორტმუნდს" დაუპირისპირდა და 2-1 დაამარცხა. დიეგო სიმეონეს გუნდმა უპირატესობა თავიდანვე მოიპოვა და პირველივე ტაიმში 2 გოლის გატანა შეძლო. გერმანელებმა მეორე ნახევარში მეტოქეს ერთი გოლით უპასუხეს და შეხვედრა დათმეს. ორივე მატჩის განმეორებითი დაპირისპირებები ერთ კვირაში, 16 აპრილს გაიმართება.

დღის ამბები