საქართველოში ინიცირებულ "გამჭვირვალობის" კანონზე ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ისაუბრეს, სადაც USAID-ის ხელმძღვანელს მოუსმინეს.
კომიტეტის წევრმა, სენატორმა ჯინ შაჰინმა "ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს" ხელმძღვანელს დაუსვა კითხვა, - თუ საქართველო ეგრეთწოდებული "უცხოეთის აგენტის" შესახებ კანონს მიიღებს, როგორ აისახება ეს საქართველოში შტატების მიერ დაფინანსებული სამოქალაქო ორგანიზაციების მომავალზე.
სამანტა პაუერის განცხადებით, "უცხოელი აგენტის" შესახებ კანონის ადგილი, ევროპაში არ არის. სენატორმა ბენ კარდინმა კი სხდომაზე თქვა, რომ შეშფოთების შესახებ, ოფიციალური შეტყობინება მან შტატებში საქართველოს ელჩსაც გადასცა.