19 მაისი 2024,   08:09
ვრცლად
საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს, კალიფორნიის ქალაქ ესკონდიდოს პოლიციის დეპარტამენტის კრიმინალისტიკური სამსახურის უფროსი ესტუმრა

საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს, კალიფორნიის ქალაქ ესკონდიდოს პოლიციის დეპარტამენტის კრიმინალისტიკური სამსახურის უფროსი ესტუმრა. მას უწყების ხელმძღვანელმა გიორგი თვაურმა უმასპინძლა.

შეხვედრას ესწრებოდა ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს საქართველოს ოფისის დირექტორიც. მხარეებმა თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ამერიკელი მაღალჩინოსანი ადგილზე გაეცნო შემთხვევის ადგილზე ექსპერტების მუშაობის სპეციფიკას.

"მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში. კონსულტაციების გავლის მიზნით, დანაყოფი აშშ-ში ვიზიტით გასულ წელს უკვე იმყოფებოდა. დღეს საპასუხო ვიზიტით ვიმყოფებით აქ. მე დავეხმარები აკრედიტაციის პროცედურების ფინალიზების მიმართულებით, რაც მიმდინარე წლის ბოლოს მოხდება," - განაცხადა ესკონდიდოს პოლიციის დეპარტამენტის კრიმინალისტიკური სამსახურის უფროსმა, ბრიანა თუსეინთიმ.

დღის ამბები