18 მაისი 2024,   20:18
ვრცლად
ცოლის მკვლელობისთვის დაკავებულ მამაკაცს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

ცოლის მკვლელობისთვის დაკავებულ მამაკაცს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ბრალდებული ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. გამოჯანმრთელების შემდეგ, მას პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანენ.

საზარელი მკვლელობა შუახევის მუნიციპალიტეტში მოხდა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მამაკაცმა ცოლს ცივი იარაღით ყელი გამოჭრა, ქალი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

მკვლელობის შემდეგ, დამნაშავემ სხეულზე თვითდაზიანება მიიყენა, რის გამოც ის კლინიკაში მოათავსეს. დაკავებულს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. მომდევნო სხდომა 4 ივნისს ჩაინიშნა.

დღის ამბები