18 მაისი 2024,   22:01
ვრცლად
30-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო გალერეის კოლექციები - თბილისში თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა გაიხსნა

30-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო გალერეის კოლექციები, მასტერკლასები და სპეციალური სტუმარი დანიიდან - თბილისში თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა გაიხსნა. სხვადასხვა ქვეყნის თანამედროვე არტისტებმა საკუთარი ნამუშევრები დამთვალიერებლისთვის "ექსპო ჯორჯიას" მე-11 პავილიონში გამოფინეს.

კავკასიის რეგიონში ყველაზე დიდი თანამედროვე ხელოვნების ბაზრობაზე იმყოფება ჰენრიკ ვიბსკოვიც, რომელიც მსოფლიოში აღიარებული მოდის დიზაინერია.

"ექსპო ჯორჯიაში" თანამედროვე ხელოვნების შედევრების დათვალიერება მოქალაქეებს 4 დღის განმავლობაში შეეძლებათ.

დღის ამბები