20 აგვისტო 2026,   05:47
ვრცლად
"რეჟიმმა ცინიკურად, წინასწარ შეარჩია მსხვერპლი" - გიგა ბოკერია ლაზარე გრიგორიადისის განაჩენის შესახებ

"ევროპული საქართველოს" თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ლაზარე გრიგორიადისი რეჟიმის მსხვერპლია და რეალურად ის დანაშაული არ ჩაუდენია, რაშიც დამნაშავედ ცნეს.

მისივე თქმით, საქმეში არსებული მტკიცებულებები გაყალბებულია.

"ზედაპირზე არის ის, რომ რეჟიმმა ცინიკურად, წინასწარ შეარჩია მსხვერპლი. მტკიცებულებები არის გაყალბებული. ქმედება, რაშიც ბრალი ედება, არ ჩაუდენია. თუ ასეთ შემთხვევაში არ უნდა იქნას შეწყალება გამოყენებული, აბა რა შემთხვევებია იქ, სადაც ეს კონსტიტუციური უფლება უნდა იქნას გამოყენებული", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ცნობისთვის, სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოსამართლემ გრიგორიადისი დამნაშავედ ცნო ორივე მუხლით, ეს არის პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა და სახელმწიფო ქონების განადგურება.

დღის ამბები