30 აპრილი 2024,   20:12
ვრცლად
როგორი იყო სქემა და რა იკვეთება ფარულად ჩაწერილ მასალაში - შინაგან საქმეთა სამინისტრომ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 7 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 7 პირი დააკავა. ხუთს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს. მათ შორის, ოთხი ე.წ. კანონიერი ქურდია.

გამოძიების ინფორმაციით, საზღვარგარეთ მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქემ ქურდული სამყაროს წევრებს ფინანსური დავის მოგვარება სთხოვა. მათ კი საქმეში ე.წ. კანონიერი ქურდები ჩართეს. ამის შემდეგ რამდენჯერმე გაიმართა ქურდული გარჩევა. ოპერატიული ღონისძიებები სამართალდამცველებმა თბილისში, ქარელსა და გორში ჩაატარეს. გავრცელდა ფარული მასალაც.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მიერ გავრცელებული ფარული ჩანაწერის მიხედვით, ბრალდებულები, სავარაუდოდ, ფინანსური დავის მოგვარების საკითხზე საუბრობენ. ჩანაწერების მიხედვით, ფინანსური დავის მოგვარების ნაცვლად ე.წ კანონიერმა ქუდმა თანხა მიითვისა. ისინი ასახელებენ სახელებსა და გვარებსა.

ამ ჩანაწერებით ასევე ირკვევა, რომ ბრალდებულები ე.წ ქურდულ ჩარევებს სოციალური ქსელში ჩართვით ახერხებენ. დანაშაული 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები