02 მაისი 2024,   00:07
ვრცლად
ჩვენ ვაპროტესტებთ იმ კანონპროექტს, რომელიც შემოტანილია პარლამენტში - ლაშა ტუღუში

საკომიტეტო განხილვის პარალელურად, პარლამენტთან დილიდან აქცია იმართება. ადგილზე პოლიტიკოსები, სამოქალაქო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლები შეიკრიბნენ.

ისინი უცხოური გავლენების შესახებ "ქართული ოცნების" მიერ ინიციირებულ კანონ-პროექტს აპროტესტებენ.

ფონდ ”ლიბერალური აკადემია თბილისის” დირექტორის ლაშა ტუღუშის განცხადებით, ისინი უმრავლესობის მიერ ინიციირებულ კანონპროექტს აპროტესტებენ, რომელიც ანტიქართული და ანტიდემოკრატიულია.

"ჩვენ ვაპროტესტებთ იმ კანონპროექტს, რომელიც შემოტანილია პარლამენტში. ეს არის ანტიქართული და ანტიდემოკრატიული კანონი. ვისაც მოსმენა უნდა და დანახვა უნდა კარგად დაინახავს და კარგად მოისმენს. ძალიან ბევრი არგუმენტი არსებობს თუ რატომ არ უნდა მივიღოთ ეს კანონი. იმდენია ეს არგუმენტები, რომ მათ ჩამოთვლას აზრი აღარც აქვს", - განაცხადა ლაშა ტუღუშმა.

დღის ამბები