რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის ორგანიზატორების ნაწილი აცხადებს, რომ დღეს უნდა დაიშალონ და აქცია ხვალ, დღის 12:00 საათზე გაგრძელდეს, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ აქციის დღეს დაშლა მუხტის ჩაკვდომას გამოიწვევს.
აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის თქმით, ხვალ არანაკლებ მნიშვნელოვანი დღეა, რადგან კანონპროექტი სესიაზე გადის.
“ჩვენ აქცია არ დაგვიშლია, უბრალოდ, ვთქვით, რომ მნიშვნელოვანია, ხვალ 12:00 საათიდან გავაგრძელოთ ფიზიკური მობილიზება, როცა პლენარულ სესიაზე გადის კანონპროექტი. თუმცა ადამიანთა ნაწილი რჩება ღამით. მე რაც ვიცი, არის ის, რომ ჩვენ, დღევანდელი აქციის ოფიციალური ორგანიზატორები, ხვალ ვბრუნდებით 12:00 საათიდან და ველოდებით ადამიანებს. ხვალ საღამოსაც მოგვიწევს, სავარაუდოდ, ადგილზე ყოფნა“, – აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
ამასთან, აქციის კიდევ ერთი ორგანიზატორი აცხადებს, რომ თუ ახლა აქცია დაიშლება, ეს ნიშნავს, რომ კანონს მიიღებენ.
“ჩვენი პოზიცია არის მკაფიო, რომ არ ვიშლებით, რადგან დაშლა გამოიწვევს ამ მუხტის ჩაკვდომას, რაც არის აქ. ჩვენ თუ დავიშლებით, ეს არის იმის ასპროცენტიანი გარანტია, რომ რუსული ხელისუფლება რუსულ კანონს მიიღებს“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა.