17 ოქტომბერი 2026,   12:00
ვრცლად
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბელგიის სამეფოს მიერ ძებნილი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკავებული ბელგიის სამეფოს სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, თაღლითობის ბრალდებით იძებნებოდა.

"საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ძებნილი პირი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში იმ დროს დააკავეს, როდესაც ის საქართველოს საზღვრის გადმოკვეთას ცდილობდა.

ამჟამად, დაკავებულის  მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს,"- აღნიშნულია ინფორმაციაში. 

დღის ამბები