17 ოქტომბერი 2026,   10:56
ვრცლად
ირაკლი მეძმარიაშვილი ტურნირის "შავი ზღვის საერთაშორისო თასი" მეორე საშეჯიბრო დღეს დაესწრო
ბათუმში წყალბურთში „შავი ზღვის საერთაშორისო თასი” მიმდინარეობს. ტურნირის მეორე საშეჯიბრო დღეს საქართველოს სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილი დაესწრო. ტურნირი ისტორიაში პირველად ტარდება და მასში საქართველოსთან ერთად უნგრეთის, გერმანიის, იტალიის, სერბეთის, იაპონიისა და საფრანგეთის ცნობილი წყალბურთის კლუბები მონაწილეობენ.
 
საერთაშორისო ასპარეზობაში წყალბურთის ორი ქართული კლუბი - თბილისის „დინამო” და „აპოლო” - მონაწილეობს. ტურნირის მეორე საშეჯიბრო დღეს თბილისის „დინამო” უნგრულ „ტელეკომს” დაუპირისპირდა, მატჩი „ტელეკომის” სასარგებლოდ ანგარიშით 23:11 დასრულდა; „აპოლოსა” და იტალიურ „პრო რეკოს” შორის გამართული მატჩიც მოწინააღმდეგის გამარჯვებით, ანგარიშით 8:11, დასრულდა.
 
საქართველოში აღნიშნული ტურნირის შექმნის შესახებ 2026 წლის აპრილში სპორტის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს. შეხვედრა საქართველოს სპორტის მინისტრ შალვა გოგოლაძესა და საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციის, ასევე წყალბურთის კლუბ „აპოლოს” ხელმძღვანელებს შორის გაიმართა.
 
"შავი ზღვის საერთაშორისო თასი" ბათუმის საცურაო აუზზე 15-იდან 18 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება.
დღის ამბები