01 მაისი 2024,   22:56
ვრცლად
ისრაელზე თეირანის თავდასხმის საპასუხოდ, აშშ და ევროკავშირი ირანისთვის ახალი სანქციების დაწესებისთვის ემზადებიან

ისრაელზე თეირანის თავდასხმის საპასუხოდ აშშ და ევროკავშირი ირანისთვის ახალი სანქციების დაწესებისთვის ემზადებიან. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელის თქმით, საკითხს მინისტრები, სავარაუდოდ, ორშაბათს ლუქსემბურგში გამართულ შეხვედრაზე განიხილავენ.

აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში კი აცხადებს, რომ ვაშინგტონი ახალ სანქციებს ირანის წინააღმდეგ უახლოეს დღეებში დააწესებს და ის შეეხება როგორც სარაკეტო და უპილოტო პროგრამას, ასევე ირანის თავდაცვის სამინისტროს მხარდამჭერ სუბიექტებს.

პარალელურად, ღაზას სექტორზე ისრაელი იერიშს განაგრძობს. გასულ ღამით, ანკლავზე შეტევის შედეგად დაღუპულია 20-მდე ადამიანი, მათ შორის არიან ბავშვები.

 

დღის ამბები