ახლო აღმოსავლეთში ომი გრძელდება, ისრაელის ძალები ღაზის სექტორში ლტოლვილთა ბანაკების დარბევას განაგრძობენ. უკვე მეორე დღეა, ისრაელის თავდასხმის ქვეშაა ნურ შამსის ბანაკი. შედეგად, დაიღუპა, სულ მცირე, 5 ადამიანი, სრულიად განადგურდა ინფრასტრუქტურა.
რაფაჰში მშვიდობიან მოქალაქეებზე ისრაელის ძალების თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 8 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის - ბავშვები და ქალები. რაც შეეხება ისრაელი-ირანის დაპირისპირებას. ისპაჰანზე გუშინდელი თავდასხმის შემდეგ, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ თეირანი, საპასუხოდ, საკუთარი ძალების "მაქსიმუმს" გამოიყენებს, თუ ისრაელის მსგავსი საქციელი გაგრძელდება.