
პროექტი "ჩვენი ჯარი" გრძელდება. საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. მან საქართველოს თავდაცვის ძალებში განხორციელებულ და aმიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა. საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა ეროვნული სამხედრო სამსახურის კუთხით განხორციელებული ცვლილებები წარმოადგენდა.