06 მაისი 2024,   03:51
ვრცლად
ვიღაცებს უნდათ, რომ უფლებების დაცვა და პროპაგანდა ერთმანეთში აურიონ, ამას არ დავუშვებთ, მკაფიოდ უნდა გავმიჯნოთ არატრადიციული წესის პროპაგანდა და ადამიანის უფლებების დაცვა - მამუკა მდინარაძე

ვიღაცებს უნდათ, რომ უფლებების დაცვა და პროპაგანდა ერთმანეთში აზილონ, აურიონ, ჩვენ ამას არ დავუშვებთ, რაც შეიძლება მკაცრად და მკაფიოდ უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან არატრადიციული წესის პროპაგანდა და ადამიანის უფლებების დაცვა, – განაცხადა “ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ.

მდინარაძის თქმით, ქართველ ხალს, ერთი მხრივ, ვერავინ ასწავლის ტოლერანტობას და მეორე მხრივ, ოჯახური ღირებულებების დაცვას.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით, უმცირესობის წარმომადგენლობა, არატრადიციული ცხოვრების წესის არჩევა არ უნდა იყოს ადამიანის მიმართ რაიმე სხვანაირი დამოკიდებულების საფუძველი.

"დღეს, როდესაც ვიღაცებს უნდათ, რომ შემოგვასაღონ საკითხი, რომ უფლებების დაცვა და პროპაგანდა ერთმანეთში აზილონ, აურიონ, ჩვენ ამას არ დავუშვებთ. პირიქით, ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს ყველას, ეს არის ჩვენი დამოკიდებულება, ეს არის ჩვენი, ტრადიციული დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ, რომ, რაც შეიძლება მკაცრად და მკაფიოდ უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან - არატრადიციული წესის პროპაგანდა და ადამიანის უფლებების დაცვა.

ყველას უფლება, ნებისმიერი რამის მიუხედავად, უნდა დავიცვათ ერთნაირად და ყველას უფლება უნდა დავიცვათ უპირატესად, მაგრამ ამავე დროს, თუკი ვინმეს უფლების დაცვაზეა საუბარი, ჩვენ უნდა შევძლოთ და უზრუნველვყოთ ჩვენი შვილები, ჩვენი მომავალი თაობები, ჩვენი ქვეყნის მომავალი დავიცვათ, ჩვენი ოჯახური ღირებულებები დავიცვათ. დავიცვათ ჩვენი არასრულწლოვანები, რომლებზეც არა ჩვენმა რაღაცა შეფასებებმა, არამედ კვლევებმა, მაგალითად გელაპის კვლევა არსებობს, რომელმაც დაადასტურა, რომ არატრადიციული წესის პროპაგანდა თავის გავლენას ახდენს, ეს ჩვენ არ გვითქვამს, არც მოგვიფიქრებია, მაგრამ დაადასტურა საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციების კვლევებმა. შესაბამისად ამისა, თუ ჩვენ ამ ორ რაღაცას ერთმანეთისგან მკაცრად, მყარად, მტკიცედ გავმიჯნავთ, ჩვენ მართლები ვიქნებით ნებისმიერი ადამიანის წინაშე, რომ მათ უფლებებს დავიცვათ, და მათი ინტერესიც ამაში მდგომარეობს, რომ ნებისმიერის უფლება იყოს დაცული და ამავე დროს, ჩვენ დავიცავთ ჩვენს ოჯახურ ღირებულებებს, ამავე დროს დავიცავთ ჩვენს ტრადიციებს, ჩვენს კულტურას," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები