06 მაისი 2024,   02:56
ვრცლად
რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს

რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს. ტიმურ ივანოვს პროკურატურა ერთი მილიონი რუბლის ოდენობის ქრთამის აღებაში სდებს ბრალს. სამხედრო მაღალჩინოსანს, შესაძლოა, 15 წლიანი პატიმრობა მიესაჯოს. სხვა დეტალები უცნობია.

ივანოვი ბოლო 8 წელია თავდაცვის მინისტრის მოადგილეა. ის მანამდეც გაეხვა სკანდალში. 2022 წელს, ნავალნის ფონდის მიერ გავრცელებული ჟურნალისტური გამოძიებით დადგინდა, რომ ჩინოვნიკმა, რომელიც ოკუპირებული მარიუპოლის აღდგენას კურირებდა, სამშენებლო სამუშაოებისთვის გამოყოფილი თანხა, მილიონი ევრო, სამშენებლო კომპანიის საშუალებით მიითვისა.

დღის ამბები