06 მაისი 2024,   08:25
ვრცლად
ხელისუფლება აგებს არჩევნებს და ამიტომ გადაწყვიტა დაუპირისპირდეს ახალგაზრდებს - ენმ-ს წევრი 29 აპრილის შეკრებაზე

5 დღე "ქართული ოცნების" მიერ დაანონსებულ შეკრებამდე - 29 აპრილს, რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი გამოსვლა ისევ პოლიტიკური ურთიერთბრალდებების თემაა. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ მმართველი გუნდი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისთვის ემზადება.

"ეს არის ამ ხელისუფლების სისუსტის დემონსტრირება. ის აგებს არჩევნებს და ამიტომ გადაწყვიტა, რომ დაუპირისპირდეს ახალგაზრდებს, ჩვენს მომავალ თაობას და იმ ადამიანებს, ვინც ღირსეულად და გულწრფელად აპროტესტებენ ჩვენი ქვეყნისთვის საზიანო კანონმდებლობას.

კანონი, რომელიც გვაშორებს ევროკავშირს, ე.ი. გვაშორებს ჩვენი ხალხის კეთილდღეობას," - განაცხადა ენმ-ის წევრმა, გიორგი კაპანაძემ.

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერის, პაატა მანჯგალაძის შეფასებით კი, "ეს არის გაკოტრებული ხელისუფლების მცდელობა, რომ ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ ანახოს ყველას, რომ თითქოს ბევრი მხარდამჭერი იცავს მათ ინიციატივას ქუჩაში."

დღის ამბები