09 მაისი 2024,   22:49
ვრცლად
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტურიზმის სამსახურის მხარდაჭერით მდინარე ხრამის ხეობაში ინფოტური მოეწყო

საზოგადოებრივმა გაერთიანებამ "მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის" თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტურიზმის სამსახურის მხარდაჭერით მდინარე ხრამის ხეობაში ინფოტური მოაწყო.

ღონისძიების მიზანს ორი უმნიშვნელოვანესი ძეგლის- ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების- ფიტარეთის მონასტრის და ხულუტის ციხე-დარბაზის პოპულარიზაცია წარმოადგენს.

ტურში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებმა, გიდებმა, ტურისტული პროგრამების კოორდინატორებმა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა. 

დღის ამბები